პარლამენში წარდგენილია საქართველოს კლინიკების ასოციაციის საკანონმდებლო წინადადება, რომლის თანახმადაც "საექიმო საქმიანობის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანა იგეგმება. კერძოდ, პროექტის თანახმად, სამედიცინო საქმიანობის დროს, ექიმის მიერ დაშვებული გადაცდომის, შეცდომის ან ჩადენილი დანაშაულის შესახებ, ექსპერტიზის დასკვნის, სამედიცინო საქმიანობაზე ზემდგომი მარეგულირებელი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, მასმედიის საშუალებით ღიად საუბარი შესაძლოა, დაუშვებელი გახდეს.
გარდა ამისა, პროექტის მიხედვით, დაუშვებელი იქნება, სამედიცინო საქმიანობის დროს პაციენტის ან მისი წარმომადგენლის მხრიდან, ექიმისა თუ სამედიცინო პერსონალისთვის ხელის შეშლა, სამედიცინო დაწესებულებაში პირის ან პირთა ჯგუფის მიერ ძალით შეჭრა, სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე პაციენტის, მისი ახლობლების ან სხვა პირთა ჯგუფის მიერ პროტესტის გამოხატვა.
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დაევალა.