პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. ოპოზიციის უმრავესობას მიაჩნია, რომ სპეცოპერაციები თავისუფალ მოქალაქეებზე ძალადობა იყო. ღამის კლუბებში განვითარებული მოვლენებს ქვეყნის იმიჯის შემლახვევლს უწოდებს გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. ის აქციაზე დააკავეს. გათავისუფლების შემდეგ კი ჯაფარიძე აცხადებს, რომ მთავრობამ სპეცოპერაციით აჩვენა რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მომხრე არ არის.