რომელიც თითქოს არაფერს აკეთებს მდგომარეობის გამოსასწორებლად. ცხადია ეს ბრალდებეები არც ერთი სანდო და დასაბუთებული ბრალდებებით არ არის გამყარებული, თუმცა შეჭირვებული და სიდუხჭირით დაღლილი ადამიანები ამ ოსტატურად შენიღბულ სიცრუეს იყენებენ. გადაჭარბების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში მიმდინარეობს დღეს საინფორმაციო იერიში ადამიანთა ცნობიერებაზე. ჩვენ ქვეყანაში დამკვიდრდა სტანდარტი, რომლის თანახმადაც, ფაქტს ახალი ამბის სტატუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ენიჭება, თუ იგი ნეგატიურ კონტექსტს შეიცავს. სამწუხაროდ, ამ ნეგატიურმა ტრენდმა პრაქტიკულად საყოველთაო ხასიათი მიიღო“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. ყოფილი პრემიერის თქმით, ხელისუფლებამ ამ გამოწვევას სათანადოდ ვერ უპასუხა.