ამერიკული ფეხბურთის ქუთაისის კლუბის წარმომადგენლები ეროვნულ ჩემპიონატს პროტესტს უცხადებენ. "ლომების" წევრები ქუთაისის მერიის წინ შეიკრიბნენ და ადგილობრივ ხელისუფლებას რეაგირება სთხოვეს. მათ საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ფედერაცია ფინანსების არასწორად განკარგვაში დაადანაშაულეს. კლუბის პრეზიდენტი, ფედერაციის მიერ ფინანსების არამიზნობრივად დახარჯვაზე საუბრობს, აქციის მონაწილეები კი აცხადებენ, რომ თანხები არამიზნობრივად იხარჯება და მხოლოდ თბილისის და რუსთავის გუნდებზე კეთდება აქცენტი.