ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დღეს ბრალდების მხარე რამდენიმე მოწმის დაკითხვას და ნივთმტკიცებების გამოკვლევას გეგმავს. დაიკითხება ორი პირი, რომლებიც ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობაში არიან ბრალდებულები. გარდა ამისა, ბრალდების მხარე 3 მოზარდის დაკითხვასაც გეგმავს.ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.