2017 წელს გაზრდილია როგორც შიდა, შემომყვანი და გამყვანი ტურების, ასევე ტურისტების რაოდენობაც. შემომყვანი ტურების უმეტესობა თბილისში, კახეთსა და აჭარაში განხორციელდა. ტურისტების მხრიდან ყველაზე დიდი მოთხოვნა ფიქსირდება კულტურულ და ღვინის ტურებზე. ასევე საზღვაო და საექსკურსიო გამყვან ტურებზე. ტურისტული კომპანიების კვლევა ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩაატარა.
გამოიკითხა 192 შიდა, გამყვანი და შემომყვანი ტურისტული კომპანია. შემომყვანი ტუროპერატორების მიერ დასახელებული ძირითადი მიზნობრივი ბაზრებია: რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ისრაელი და გერმანია. გამყვანი ტუროპერატორებისთვის -კი თურქეთი, ეგვიპტე, იტალია, საბერძნეთი, ესპანეთი. როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, კვლევის დახმარებით განისაზღვრა მოგზაურების ძირითადი ბაზრები, მონახულებული და პოპულარული ადგილები, ასევე შეთავაზებული ტურების ტიპები.