საოკუპაციო ზოლის მოსაზღვრე სოფელ ხურვალეთში გაეროს აკრედიტებული ელჩები იმყოფებოდნენ. ადგილზე ვითარებას მათ საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში კახა იმნაძე აცნობდა. ელჩებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია ადგილზე მოისმინეს. ვიზიტის ფარგლებში ელჩები ქვეყანაში გატარებულ რეფორმებსა და ეკონომიკურ მდგომარეობასაც გაეცნობიან.