თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართული მარშის“ ექვსივე წევრი პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ დაკავებულების გიორგი ონიანის, ლუკა ნაცვლიშვილის, მიხეილ ამისულაშვილის, ლადო სადღობელაშვილის, ირაკლი დოლენჯაშვილის და ბექა რევაზიშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიებით არ შეცვალა. მოსამართლის გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. „ქართული მარშის“ წევრებმა მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს. ცნობისთვის 19 მარტს, „რუსთავი 2“-ის წინ „ქართული მარშის“ აქტივისტები შეიკრიბნენ და ეთერში გასულ გადაცემა პოსტ სკრიპტუმთან დაკავშირებით პროტესტს გამოხატავდნენ. სწორედ ამ დროს განვითარებული მოვლენების დროს დააკავეს „ქართული მარშის“ აქტივისტები.