სადაზღვევო სექტორის ნაწილი ბანკებს ბაზარზე არაკონკურენტურანიანი თამაშის წესების დამკვიდრებაში ადანაშაულებს. კომპანია უნისონის დირექტოორი აცხადებს, რომ ინდუსტრიის მოგების 90 პროცენტი ბანკების ან მათთან დაკავშირებული სადაზღვევო კომპანიების ხელში ხვდება. ვასილ ახრახაძის განმარტებით, ბანკები მომხმარებლებს თავისუფალი არჩევნის უფლებას უზღუდავენ და ამ გზით, თავიანთ სადაზღვევო მომსახურებას გაცილებით მაღალ ფასად ყიდიან. სადაზღვევო ინსტიტუტის პრეზიდენტის განმარტბით, ბანკები სადაზღვევო სექტორში მართლაც აქტიურობენ. გიორგი გიგოლაშვილი ამბობს, რომ საბანკო სექტორი მომხმარებლებს თავისუფალი არჩევნის გაკეთების საშუალებას უნდა აძლევდნეს. საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე 2017 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, ჩვიდმეტი სადაზღვევო კომპანიაა წარმოდგენილი. მოზიდული სადაზღვევო პრემიის მიხედვით პირველი ათეული ასე გამოიყურება: ჯიპიაი, ალდაგი, იმედი ელი, არდი, თიბისი, პეესპე,უნისონი, ირაო, აისი ჯგუფი და ალფა.