"ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ბათუმის საკრებულოს კოლეგა დეპუტატების ცემის ფაქტის დაგმობას ითხოვენ. მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ ციხისძირში, ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით, ასწლოვანი ხის გადატანის დროს, საპროტესტო აქციის მონაწილეები, მათ შორის ბათუმისა და ქობულეთის დეპუტატებს, ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისივე თქმით,მომხდარზე რეაგირება არ მომხდარა. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობამ", ბათუმის საკრებულოში ოფიციალურად დაარეგისტრირა მოთხოვნა, მომდევნო საკრებულოს სხდომაზე ფაქტთზე მსჯელობასთან დაკავშირებით. ინციდენტი, 30 აპრილს, გამთენისას მოხდა. ციხისძირში, ხის გადატანის გამო, ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტილი იყო. ოპოზიციურ პარტიაში ამტკიცებენ, რომ ისინი "ქართული ოცნების" წევრებმა სცემეს, მათ შორის იყო ქობულეთის საკრებულოს წევრი ვაჟა შავიშვილი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.