სამწუხაროდ, ეს იყო უფრო პოპულისტური გამოსვლა, - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პრეზიდენტის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ის პრეზიდენტისგან უფრო შინაარსობრივ საუბარს ელოდა არსებულ პრობლემებზე. "გულწრფელად, სამწუხაროდ, ცოტა იმედგაცრუებული ვარ. ველოდი უფრო შინაარსობრივ, ობიექტურ საუბარს არსებულ პრობლემებზე" - განაცხადა გახარიამ.