დაპირისპირება ციხისძირში - ინციდენტი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ხეების გადატანის დროს “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის მოხდა. ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით ნაცემები არიან ბათუმის და ქობულეთის საკრებულოს წევრები. მათ შორის ბონდო თედორაძე და ნოდარ დუმბაძე, რომლებიც სამუშაოს შემსრულებელი კომპანიისგან სანებართვი დოკუმენტაციას ითხოვდნენ. დაშავებულებს პირველადი დახმარება ადგილზე ჩაუტარდათ.