ვანსა და ხონში დილიდან არჩევნები მშვიდ, თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს. მოქალაქეების აქტივობა არის ძალიან მაღალი. რაც შეეხება გიგი უგულავას განცხადებას, დილიდან ვარ უბნებზე და მხოლოდ ლურჯ ბარათებს ვხედავ. ვნახოთ, რამდენად საფუძვლიანი იქნება მისი დაპირება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პარტი „ქართულ ოცნებას“ აქვს მაღალი მხარდაჭერა და ეს აისახა ბოლო არჩევნებზე. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ვანში ევროპული საქართველოს კანდიდატის ბანერის დაზიანებაზეც გააკეთა კომენტარი თალაკვაძე პირობას დებს, რომ აუცილებლად იპოვიან იმ ადამიანს, ვინც ბანერი დააზიანა. როგორც ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს ხონში, "ქართული ოცნების" ოფისთან განუცხადა, დარღვევებთან დაკავშირებით ჯერჯერობით ინფორმაცია არ ფიქსირდება.რაც შეეხება გიგი უგულავას პლაკატის და ბანერის დაზიანების საკითხს, მდინარაძის თქმით, მსგავსი ქმედებები მმართველი პარტიის ინტერესში არ შედის.