ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში მოსახლეობის აქტივობა 12:00 საათის მონაცემებით, 24,33%-ს შეადგენს. როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა, ეკა მიქელაძემ ბრიფინგზე განცხადა, მონაცემები 12:00 საათის მონაცემებისაა და რაოდენობრივად 11 708 ამომრჩეველს გულისხმობს.
მიქელაძის თქმით, საერთო ჯამში 60-ვე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 408 123 ამომრჩეველი. ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. მოქალაქეები 54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტში ვანისა და ხონის მაჟორიტარს ირჩევენ.შუალედური არჩევნების დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ ვანისა და ხონის მაჟორიტარი გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.