თურქეთში მოკლული 47 წლის ლუხუმ ჯანჯარია საქართველოში გადმოასვენეს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით თურქულმა მხარემ უკვე დაიწყო გამოძიება, თუმცა რა მუხლით, ჯერჯერობით უცნობია.
ქალაქ იზმირში სამუშაოდ წასული ლუხუმ ჯანჯარია სტამბოლის სკვერში ყელის არეში მიყენებული ჭრილობებით მოკლული იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს დაზიანებები სახეზეც აღენიშნებოდა.