საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართავს. როგორც ლიგის წევრები აცხადებენ, საქართველოში 45 000 სტატუსშეჩერებული სტუდენტია, რაც სავალალო მდგომარეობაა. მათ ასევე განათლების სამინისტროში განცხადება შეიტანეს, რომლითაც ახალგაზრდული დეპარტამენტის წევრების მიერ აღებულ პრემია-დანამატების შესახებ ინფორმაციას ითხოვენ.