თბილისში, 24-ე სკოლასთან არასრულწლოვნებსა და ერთ პირს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო. დაპირისპირებისას ერთ-ერთმა მონაწილემ მსუბუქი დაზიანება მიიღო. არსებული ინფორმაციიტ ინციდენტში ფიგურირებს ცივი იარაღი. მომხდარის შესახებ შეტყობინება შევიდა 112-ში. ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან და მომხდარის დეტალებს სწავლობენ.