ბათუმში, ე.წ ბარცხანის დასახლებაში, მეხუთე დღეა მე-10 კლასის მოსწავლეს ეძებენ. გაუჩინარებული გოგონას დედის ინფორმაციით. არანაირი ძალადობა მასზე ოჯახის მხრიდან არ ყოფილა, ოჯახმა სამართალდამცავებსაც მიმართა . შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.