თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია სახელწოდებით „ნუ მომკლავ, აღასრულე სამართალი“ გაიმართა. აქციაში ხორავას ქუჩაზე გარდაცვლილი მოზარდების მეგობრები და ოჯახის წევრები მონაწილეობდნენ. როგორც გარდაცვლილ დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალაძემ განაცხადა, საჭიროა აღსრულდეს სამართალი და დანაშაულის წინააღმდეგ მთელი საქართველო უნდა გაერთიანდეს. სარალიძის მტკიცებით მოწმეების გამოძების ზეწოლით ჩვენებებს ცვლიან. შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.