შსს-მ თბილისში ავტომანქანების გაქურდვისა და მოპედების ქურდობის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა. მათ ბრალი ედებათ სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების არაერთგზის ქურდობაში. დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი მოქალაქის კუთვნილ მოპედს იპარავდნენ.პოლიციამ, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული 3 მოპედი და ავტომობილის ნაქურდალი საბურავები ამოიღო.