უანგარო სიყვარულისთვის, პატრიოტიზმისა და ერთგულებისთვის დევნილ გრძელ სიაში საპატიო ადგილი უჭირავს რაჟდენ ბარამიას. ის მეუღლესა და ორ ქალიშვილთან ერთად იმ ქუჩაზე ცხოვრობდა, სადაც ბევრ ცნობილ და ჭეშმარიტ ქართველთან ერთად ბინა მოღალატეებსაც დაედოთ. ქიაჩელის ქუჩაზე ერთ ჰაერს სუნთქავდნენ ბარამიები, ახვლედიანები, ბალანჩივაძეები და ლავრენტი ბერია თავის ოჯახით. ბარამიას და ბერიას მხოლოდ საცხოვრებელი მისამართი ჰქონდათ საერთო. საკვანძო საკითხებში უნივერსიტეტის ლექტორი, მათემატიკოსი რაჟდენი და მოღალატე ბერია სხვადასხვა პოლუსებიდან უყურებდნენ სახელწმიფოსა და დამოუკიდებლობის აუცილებლობას. რეჟიმს არ გამორჩენია ლექტორი, რომელიც სტუნდენტებს ფორმულების გარდა, მათემატიკური მუდმივას მსგავსად ასწავლიდა სახელმწიფოსთვის მუდმივ მზრუნველობას, პატრიოტიზმსა და იდეის ერთგულებას.