გურჯაანში ნაცემი 28 წლის ვასილ მაისურაძის დედა დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.არსებული ინფორმაციით, 15 აპრილს, გურჯაანში მდებარე ერთ-ერთ კაზინოში სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც, ვასილ მაისურაძემ თავის არეში მძიმე დაზინებები მიიღო და ის კომაზოტურ მდგომარეობაში იმყოფება. ინფორმაციას ადასტურებს დაზარალებულის დედა, მარინა მაისურაძე და კაზინოს დაცვის თანამშრომლების მხრიდან ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დადგენილია შესაძლო დამნაშავე ერთი პირი. სხვა პირების გამოვლენის და დადგენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.