სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 200 კგ-ზე მეტი მსხვილფეხა საქონლისა და ქათმის იმპორტირებული ხორცი დალუქა. სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა გლდანის აგრარული ბაზრების შპს “მერკადოს“ და შპს „სუზალას“ ხორცის სარეალიზაციო პავილიონები შეამოწმეს.
შემოწმებისას გამოვლინდა ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცის რეალიზაციის ფაქტები, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ, მავნე სურსათი კი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება. გარდა ამისა, შპს მერკადოს ხორცის სარეალიზაციო პავილიონს, კრიტიკული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა.