ბოლო სამი წლის განმავლობაში შრომის ინსპექციამ 593 ობიექტი შეამოწმა. წლების განმავლობაში ინსპექტორების მიერ შემოწმებული ობიექტების რაოდენობა მზარდია, თუმცა ამით ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მძიმე ვითარება არ იცვლება. პროფკავშირებში აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების უმრავლესობა არ სრულდება, რის გამოც დასაქმებულთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა ბევრ ობიექტზე ისევ საფრთხის ქვეშაა.ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მათ მიერ გამოვლენილი დარღვევები სხვადასხვა სახისაა, ბიზნესის ძირითადი გამოწვევა ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოება, დაცვის საშუალებების არ ქონა, კუსტარული დანადგარები და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაა. როგორც უწყების წარმომადგენელი ბექა ფერაძე აცხადებს, მომატებული საფრთხის შემცველ ობიექტებზე ინსპექტორებს პირველი აგვისტოდან სანქცირების უფლება მიენიჭებათსამშენებლო სექტორი ერთ-ერთია, სადაც მიმდინარე წლის აგვისტოდან შრომის ინსპექტორებს წინასწარი გაფრთხილების გარეშე შესვლისა და სანქციების დაწესების უფლება მიენიჭებათ. ინიციატივა მისღებია კომპანია არსის აღმასრულებელი დირექტორისთვის. თორნიკე აბულაძე აცხადებს, რომ სამშენებლო სექტორს პირველ ეტაპზე გარკვეული ხარჯების გაწევა მოუწევს, თუმცა ამით უსაფრთხოების სტანდარტები მეტად იქნება დაცული. მისივე ინფორმაციით, დღეს სექტორში შრომითი უსაფრთხოების კუთხით ბევრი პრობლემაა. საქართველოში სამუშაო ადგილზე დასაქმებულის დაშავებისა და გარდაცვალების სტატისტიკა საგანგაშოა. პროფკავშირების ინფორმაციით, მხოლოდ გასული წლის განმავლობაში უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო გარდაიცვალა 41 და მძიმედ დაშავდა 63 ადამიანი.