ბორნის იდენთიფიკაცია, ამერიკელი მწერლის, მსახიობისა და პროდიუსერის, რობერტ ლადლემის რომანი. ჟანრი დეტექტიური თრილერი.
წიგნის მიხედვით მოქმედება მე-20 საუკუნეში ვითარდება. მთავარი გმირი, ახალგაზრდა მამაკაცი ჯეისონ ბორნია, რომელიც საფრანგეთის ერთ პატარა, ზღვისპირა ქალაქში, ქოხში მოდის გონს. მას არ ახსოვს ვინ არის და რა დაემართა... მაგრამ, მალევე გაიგებს, რომ ფლობს რამდენიმე ენას, დახელოვნებულია აღმოსავლურ ორთაბრძოლებში და, რაც მთავარია, ანგარიშზე რამდენიმე მილიონი დოლარი აქვს. ბორნი, ასევე აღმოაჩენს, რომ მასზე ნადირობენ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის სახელმწიფოების სპეცსამსახურები. ბორნი გამუდმებით გარბის, ცდილობს იმის გარკვევას, ვინ არის და როგორ აღმოჩნდა ამ მოჯადოებულ წრეში.