ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს. როგორც ხუხაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილმა კენჭი უნდა იყაროს პრეზიდენტად.„ბიძინა ივანიშვილმა უნდა იყაროს კენჭი პრეზიდენტად. მისი პრეზიდენტობა აღადგენს ინსტიტუციურ წესრიგს ქვეყანაში. თინეიჯერები იძულებულები გახდებიან დალაგდნენ. ამის შემდეგ მისი გარანტიით უნდა ჩატარდეს კონკურენტული არჩევნები, მივიღოთ მულტიპარტიული პარლამენტი და შემდეგ თუ უნდა, წავიდეს პოლიტიკიდან“, - განაცხადა ხუხაშვილმა.მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული პროცესები შუა გაკვეთილის დროს კლასიდან მასწავლებლის გასვლის შემდეგ კლასში არსებულ სიტუაციას ჰგავს.