2018 წლის იანვარ-მარტში ენგურჰესის და ვარდნილჰესების კასკადის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 92,6% ოკუპირებულ აფხაზეთს მიეწოდა.
კერძოდ, საქართველოს ელექტროენერგიის 2018 წლის ბალანსის მიხედვით, იანვარ-მარტში ენგურჰესისა და ვარდგილჰესების კასკადის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 724 მილიონ 800 ათასი კილოვატ/საათი იყო, საიდანაც 671 მილიონ 300 ათასი კილოვატ/საათი კი აფხაზეთის რეგიონმა მოიხმარა.