ნაღდი ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპი თანხის დამრგვალების სისტემით იცვლება. შესაბამისი ცვლილებები "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" კანონსა და "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ხორციელდება, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა.
პროექტის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე ნაღდი ფორმით ანგარიშსწორება თანხის დამრგვალების პრინციპის საფუძველზე განხორციელდება. დამრგვალების პრინციპი თანხის მეტობით ან ნაკლებობით, უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე დამრგვალებას გულისხმობს. პროექტის თანახმად, ცვლილება 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.