154 პირს უკანონოდ ჩამორთმეული ქონება დაუბრუნდა. საუბარია, დაახლოებით 44 მილიონი ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავ ქონებაზე. მათ შორის ავტომანქანებზე, საცხოვრებელ ბინებზე, საოფისე და კომერციულ ფართებზე, ღვინის ქარხანაზე, საცურაო, სასტუმრო კომპლექსზე, მიწის ნაკვეთებსა და სხვა ქონებაზე.
ამასთან, აღნიშნულ დანაშაულებში მხილებულ იქნა 43 საჯარო მოხელე, 12 პირის მიმართ, მათ შორის მაღალი და უმაღლესი რანგის თანამდებობის პირთა მიმართ კი სისხლისამართლებრივი დევნა დაიწყო.