არჩილ ტატუნაშვილის მამა, გივი ტატუნაშვილი დღეს მცხეთის პროკურატურაში მისვლას გეგმავს, - ამის შესახებ გივი ტატუნაშვილმა პალიტრანიუსს განუცხადა. მისთვის უცნობია, თუ რასთან დაკავშირებით არის დაბარებული საგამოძიებო უწყებაში. ოჯახს ამ დრომდე ექსპერტიზის პასუხებიც არ მიუღია. შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. 26 დღის შემდეგ, 20 მარტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით, ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცა. ცხედარს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა. 24 მარტს არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.