ნორვეგიელმა მეცნიერებმა გრენლანდიის ყინულოვან საფარზე ბნელი ზონა აღმოაჩინეს, რომელიც მტვრისა და ჭვარტლისგან შედგება. ამ ზონაში ყინული სწრაფად დნება, რაც ზღვის დონის ზრდაზე გავლენას ახდენს და დედამიწაზე დიდ სანაპირო ტერიტორიებს ჩაძირვით ემუქრება.
ბნელი ზონა სიგრძეში 400 კილომეტრზე, სიგანეში კი - 100 კილომეტრზეა გადაჭიმული. მასზე მუქი ფერის წყალმცენარეები იზრდება. ამის გამო ყინულის ზედაპირზე მზის არეკლვის შესაძლებლობა იკლებს, მაგრამ ამის სანაცვლოდ ყინული ენერგიას შთანთქავს და სწრაფად იწყებს დნობას.
სულ მცირე დათბობაც კი ყინულის დნობაზე აისახება, წყალი წყალმცენარეების სწრაფ ზრდას უწყობს ხელს, რაც ბნელი ზონის კიდევ უფრო გაფართოებას იწვევს. ამას კი უკუკავშირი აქვს ისევ ყინულის დნობის პროცესის აჩქარებასთან.მეცნიერების თქმით, ამ მოვლენაში უმეტესი წვლილი ტყეების ხანძრისგან გამოწვეულ ჭვარტლს მიუძღვის. სწორედ ის არის 73%-ით პასუხისმგებელი ალბედოს ცვალებადობაზე.