ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე ამხანაგური შეხვედრა ფრედ 12:12 დასრულდა. შეხვედრაში მონაწილეობა ადგილობრივმა მოსახლეობამ, აფრიკელმა სტუდენტებმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და უმრავლესობის დეპუტატებმა მიიღეს. მატჩი იმ სტადიონზე ჩატარდა, სადაც ადგილობრივებსა და აფრიკელ სტუდენტებს შორის ინციდენტი მოხდა.
მატჩის დასრულება ნიგერიელმა სტუდენტებმა და პოლიტიკოსებმა ერთად აღნიშნეს.
იხილეთ:
ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საპასუხო ამხანაგური მატჩი ფრედ დასრულდა