ტყიბულში მეშახტეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პროტესტის მონაწილეები საშემოსავლოს გაუქმებას ან შემცირებას, საპენსიო ასაკის დაწევას, ქალაქის მერისგან კი ხელისუფლებასთან შუამდგომლობას ითხოვენ. ისინი ტყიბულის მერს თეიმურაზ ჩუბინიძეს შეხვდნენ. თეიმურაზ ჩუბინიძის განცხადებით, მან მოისმინა მეშახტეთა მოთხოვნები. მისივე თქმით ის მათ შესაბამის უწყებებთან უშუამდგომლებს, რათა პრობლემები აღმოიფხვრას და მოთხოვნები დაკმაყოფილდეს.