სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშს პარლამენტს სავარაუდოდ, თავად უწყების ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური წარუდგენს. კანონის გათვალისწინებით, სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ამსახველ დოკუმენტს პარლამენტს, არაუგვიანეს 15 აპრილისა, სამსახურის უფროსი ან მისი მოადგილე აცნობს. როგორც “ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, საკომიტეტო განხილვისას პარლამენტში, სავარაუდოდ, სუს-ის უფროსის მოადგილე მოვა, ხოლო პლენარული სხდომის ფორმატში დოკუმენტს ვახტანგ გომელაური წარადგენს.