კადრების დაქირავებისას საწარმოთა თითქმის ნახევარი - 45% ახალი კადრების აყვანას ნათესავების, მეგობრებისა თუ ნაცნობების საშუალებით ახორციელებს. ამის შესახებ, ეკონომიკის სამინისტროს "უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის სტატისტიკური გამოკვლევის" ანგარიშშია ნათქვამი. ამასთან, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საწარმოთა 26.8%-ს ინტერნეტის; ხოლო 17.8%-ს დასაქმების კერძო სააგენტოების საშუალებით აყავს კადრები. აღსანიშნავია, რომ რეგიონებში ინტერნეტის საშუალებით კადრების აყვანა თბილისში იმავე მაჩვენებელს 2-ჯერ მეტად ჩამორჩება.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კვლევის თანახმად, კომპნიებს თანამშრომლები აყავთ ჯანდაცვის სამინისტროს პორტალის - Worknet.gov.ge-ს დახარებით, ასევე კადრების მოსაძიებლად იყენებენ ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების ფორუმს და სხვა რესურსებს.