2 აპრილიდან, რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი „კრიტიკული ფიტოსანიტარული მდგომარეობის გამო“ მცენარეული წარმოშობის ყველა საქონლის შეტანას კრძალავს. ამის შესახებ რუსეთის ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახური იუწყება.შეზღუდვები აფხაზეთის ტერიტორიაზე აზიული ფაროსანას გავრცელებით არის გამოწვეული. ცნობისთვის, აზიური ფაროსანას არსებობა 24-25 მარტს ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოავლინა.