ეკლერი, ტირამისუ, ბეზე, მაკარონე - რას ნიშნავს ცნობილი დესერტების სახელწოდებები და როგორ გაჩნდა ისინი? - Palitra News

ეკლერი, ტირამისუ, ბეზე, მაკარონე - რას ნიშნავს ცნობილი დესერტების სახელწოდებები და როგორ გაჩნდა ისინი?

2018-04-02 15:51:56+04:00

საკონდიტრო პროდუქტი მაკარონე დამზადებულია კვერცხის ცილის, შაქრისა და დაფქული ნუშისგან. ზოგიერთი მონაცემებით ის იტალიაში რენესანსის პერიოდში გაჩნდა, სხვა მოსაზრებით კი საფრანგეთში, სადაც ეკატერინა მედიჩიმ XVI (16)საუკუნეში თან მიიყვანა კონდიტერი აპენინის ნახევარკუნძულიდან. ნებისმიერ შემთხვევაში დესერტი თავდაპირველად მხოლოდ ორცხობილას მოიცავდა. თანამედროვე სახე მხოლოდ საკონდიტროს Ladurée წყალობით მიიღო. ეკლერი XIX (19) საუკუნეში მზარეულის მარი-ანტუან კარემის წყალობით გაჩნდა. ეკლერი დიდი პოპულარობით სარგებლობდა საფრანგეთის თავადაზნაურობაში და რამდენიმე წამში - ელვისებური სისწრაფით იჭმებოდა. სწორედ ამიტომ დაერქვა დესერტს "ეკლერი", ეკლერი ელვას ნიშნავს. მიიჩნევა, რომ მისი იდეალური სიგრძე 14 სმ-ია, კრემი კი აუცილებლად მოხარშული უნდა იყოს.იტალიელები ირწმუნებიან, რომ ტირამისუ XVII (17) საუკუნეში სიენაში ცნობილი ტკბილეულის მოყვარული კოზიმო III მედიჩის ვიზიტის პატივსაცემად მომზადდა, მაგრამ რეალობა ცოტა უფრო პროზაულია - ტირამისუ პირველად 1960-1970 წლებში საკონდიტრო ექსპერიმენტების შედეგად მომზადდა. დესერტის დასახელება იტალიურიდან ითარგმნება, როგორც "გამახალისე".ბეზე ერთ-ერთ ყველაზე მარტივ და სწრაფად მოსამზადებელ დესერტად ბეზე ითვლება. მისი წარმოშობის ორი ვერსია არსებობს: პირველი - ის შვეიცარიელმა კონდიტერმა გასპარინიმ მოიგონა, მეორე ვერსიით - ბეზეს სამშობლოდ საფრანგეთი მიიჩნევა.