რამდენიმე დღეში აღდგომაა, დღესასწაული, რომელიც წარმოუდგენელია შეღებილი კვერცხისა და პასკის გარეშე. კვერცხი- პროდუქტი, რომელიც ჩვენი რაციონის ერთერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია და ყველა ოჯახის სააღდგომო სუფრაზე დევს. რა უნდა ვიცოდეთ ამ პროდუქტის შესახებ? როგორ უნდა გავარჩიოთ ახალია თუ არა კვერცხი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება მისი ყიდვისას? რა წარმოადგენს კვერცხში ყველაზე დიდ საშიშროებას და როგორ უნდა აიცილოთ თავიდან კვერცხში არსებული საფრთხე? ასევე დღევანდელ გადაცემაში გაიგებთ, როგორი უნდა იყოს კარგი და გემრიელი, სააღდგომო პასკა.