29 მარტს აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში გაიმართა აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის 94 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამეცნიერო კონფერენცია ,რომლის მიზანია ინფექციურ დაავადებათა მართვის აქტუალური საკითხების გაცნობა და კლინიკური გამოცდილების ურთიერთგაზიარება.სხვადასხვა დარგის ექიმი სპეციალისტებმა საკუთარ ცოდნა და საინტერესო კლინიკური შემთხვევები გაუზიარეს ოჯახის ექიმებს, პედიატრებს, თერაპევტებს, ინფექციონისტებს, გინეკოლოგებს, ქირურგებსა და რეანიმატოლოგებს.კონფერენციის ბოლოს საუკეთესო მოხსენების ავტორები დაჯილდოვდნენ აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის პრემიით.კონფერენციის სტუმრები არიან:აკაკი ზოიძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;ირაკლი ფავლენიშვილი, ქალაქ თბილისის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე;ზურაბ ორჯონიკიძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერი;ზაზა ბოხუა, სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი;დიმიტრი კორძაია, თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანი;პაატა კურტანიძე, „ავერსის“ დამფუძნებელი; დავით გადელია, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი.