გურჯაანში აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდა. კახეთის რვავე რაიონში ჯამში 1300 სპეციალური დამჭერი ხაფანგი განთავსდება. სისტემის ამუშავების შემდეგ მავნებლის იდენტიფიცირება და გამოვლენა მოხდება. სწორედ გატარებული სამუშაოების და მონიტორინგის შედეგების მიხედვით დაიგეგმება ფაროსანას საწინააღმდეგო მოქმედებები. 2017 წელს ქვეყნის მაშტაბით სულ 21000 დამჭერი ხაფანგი დამონტაჟდა.