ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან წლინახევრის ბავშვი გადმოვარდა. შემთხვევა ლერმონტოვის ქუჩაზე მოხდა. ოჯახის წევრების თქმით, ბავშვი ფანჯრის რაფაზე ავიდა, სავარაუდოდ, წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და გადმოვარდა. ინციდენტის დროს სახლში ბებია, ბაბუა და დედა იმყოფებოდნენ. ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.ექიმები ამბობენ რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.