ხაბეიშვილმა კალაძის მილანელ დალაქთან გადაღებული ფოტო წარადგინა: "20 მანეთად მოსკოვში გადაფრენის ტრადიციას აგრძელებს, ბიუჯეტის ხარჯზე მილანში გადაფრინდა" - Palitra News

ხაბეიშვილმა კალაძის მილანელ დალაქთან გადაღებული ფოტო წარადგინა: "20 მანეთად მოსკოვში გადაფრენის ტრადიციას აგრძელებს, ბიუჯეტის ხარჯზე მილანში გადაფრინდა"

2018-03-27 13:15:52+04:00

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერს კახა კალაძეს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ხაბეიშვილის განცხადებით, მოპოვებული დოკუმენტებით, ეს ვიზიტი ბიუჯეტიდან 14 000 ლარი დაჯდა. ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ ვიზიტის დასრულების შემდეგაც კალაძეს არ მიუთითებია ვინ იყო „პოტენციური ინვესტორი“, რომელსაც იგი მილანში ჩასვლისას შეხვდა. დოკუმენტაციებთან ერთად ხაბეიშვილმა კალაძის მილანელ დალაქთან ერთად გადაღებული ფოტოც წარმოადგინა.

იხილეთ:

კახა კალაძე ლევან ხაბეიშვილს ხუმრობით პასუხობს: "ავიღე თანხები, მერე თმები შევიჭერი, არ ვიცი მოგწონთ თუ არა"