სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძიზე თოვლის საფარი ტრადიციული თეთრის ნაცვლად მოვარდისფეროა, როგორც კურორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, 23 მარტს, კურორტზე ყვითელი წვიმა მოვიდა, რომელმაც თოვლს ფერი შეუცვალა. ტალახიანი წვიმის მიზეზი, რომელიც აჭარაში მოვიდა, როგორც სინოპტიკოსებმა ახსნეს, საჰარადან გავრცელებული ქვიშიანი ქარი გახდა. ქარი, რომელმაც საქართველოში მტვრის ნარჩენები გადმოიტანა - სიროკო ჰქვია. ეს სამხრეთის ქვეყნებისთვის დამახასიათებელი ძლიერი ქარია. როგორც კურორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, კურორტზე საკმაოდ ბევრი დამსვენებელი ჰყავთ.