საქართველოში, ხვალ წვიმა და მაღალმთაში თოვლია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოდან ცნობით, 21 მარტს საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის ჩრდილო- დასავლეთიდან შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში - ზოგან თოვლი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია 22 მარტის დილამდე გამოიწვიოს მდინარეებზე წყლის დონის მატება.