ბათუმში, საიათნოვას 4 ნომერში სამართალდამცველებმა ყოფილი საცხოვრებლიდან 82 წლის ქალი გამოასახლეს. მოხუცი ქალბატონი შენობაში შეღწევას ცდილობს და სამართალდამცავებს წინააღნდეგობას უწევს.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ მან ყოფილ საცხოვრებელი სახლის აივანზე ასასვლელად ამწე დაიქირავა და შენობა დაიკავა. მისი განცადებით, აღნიშნული საცხოვრებრლი სახლი 2016 წელს დაკარგა. მისი განმარტებიღ სახლი შვილიშვილმა უკანონოდ გაუყიდა. მოხუცის მხარდასაჭერად სახლთან იპოთეკური სესხებით დაზარალებული პირები მივიდნენ და სააღმსრულებლო ბიუროს თანამშრომლებს ტერიტორიის დატოვებას სთხოვენ. როგორც მოხუცი ქალბატონი ყვება, საბუთები გააყალბეს ბინა შვილიშვილმა დააგირავა, თანხა ვერ დააბრუნა და სახლი გაიყიდა. მეზობლების ნაწილი ამტკიცებს, რომ მოხუცს ბინა მოტყუებით წაართვეს, მეპატრონე მზად იყო 17 000'დოლარი იპოთეკარისთვის დაებრუნებინა, თუმცა ბინა მაინც გაიყიდა.