ბრიტანული ჟურნალის The Economist-ის კვლევითი განყოფილების "ეკონომისტ ინტელიჯენს იუნიტის" ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქების ყოველწლიურ რეიტინგში სინგაპური უკვე მეხუთე წელია ლიდერობას არ თმობს. ამასთან, გამოცემის ცნობით, ცხოვრების გაძვირების ყველაზე დიდი ზრდა მეხიკოში ფიქსირდება, რაც ძირითადად, პესოს კურსის ვარდნითაა გამოწვეული. ამ მხრივ მეორე და მესამე ადგილებს სანტიაგო და კიევი იკავებენ.
კვლევითი ცენტრი, ქალაქების სიძვირის ინდექსს წელიწადში ორჯერ ადგენს და ათვლით წერტილად ნიუ იორკის საცხოვრებელ ფასს იყენებს, რომელიც თავის მხრივ, 400 სხვადასხვა პროდუქტისა და 160 სხვადასხვა მომსახურების ფასს მოიცავს.