თბილისი შიდა ტურისტებისთვის ყველაზე მონახულებად ადგილად რჩება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მეორე და მესამე ადგილებს იმერეთი და აჭარა იკავებენ. კერძოდ, "საქსტატის" მონაცემებით, 2017 წელს, თბილისში ვიზიტების რაოდენობამ 269 ათასი შეადგინა, რაც ჯამური ვიზიტების 25,4%-ია; იმერეთში ვიზიტების რაოდენობამ 196 ათასი; ხოლო აჭარაში 136 ათას 100 შეადგინა.
რაც შეეხება ფინანსებს, "საქსტატის" მონაცემებით 2017 წელს შიდა ტურისტებს ხარჯები გაეზარდათ. კერძოდ, გასულ წელს ტურისტების საშუალო ხარჯი ერთ ვიზიტზე 129 ლარი და 10 თეთრი, 2016 წელს კი 125 ლარი და 20 თეთრი იყო.