წვენის გამოწურვისას, ხშირად წვენსაწურში ვაშლის კურკებიც ხვდება. არსებობს მოსაზრება, რომ ვაშლის კურკებში შხამია და მათი ორგანიზმში მოხვედრა სახიფათოა. ვაშლის კურკაში მართლაც არის ნივთიერება ამიგდალინი, რომელიც ღეჭვისას ციანიდის მჟავად გარდაიქმნება. ციანიდი - ქიმიური ნაერთი, შხამი, რომელიც წარმოადგენს წყალბადმჟავის მარილებს, ორგანიზმში მისი მოხვედრა იწვევს ადამიანის სიკვდილს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ნივთიერება ვაშლის კურკაში ნამდვილად არის, ის იმდენად მინიმალური კონცენტრაციითაა, რომ ჯანმრთელობის დასაზიანებლად საჭიროა ბავშვმა, ერთ ჯერზე, 100 ვაშლის კურკა მიირთვას, ზრდასრულმა კი 200-ის. გამომდინარე იქიდან, რომ ერთ ჯერზე, ამ რაოდენობის ვაშლის კურკა, ადამიანის ორგანიზმში ვერაფრით მოხვდება, სანერვიულოც არაფერია.