ცენტრალური ბანკების პოპულარობა ფაქტობრივად არ იზომება, თუმცა სოციალურ ქსელებში მიმდევრების რაოდენობასა და მათ პოპულარობას თუ განვსაზღვრავთ, ასეთის დასახელება და ლიდერის გამოვლენა მარტივია. როგორც გამოცემა Bloomberg-ი წერს, სოციალურ ქსელ Twitter-ში ყველაზე პოპულარული ცენტრალური ბანკი ინდონეზიის ცენტრალური ბანკია, რომელსაც თურმე 625 ათასი გამომწერი ჰყავს. იმავე სოციალური ქსელის მიხედვით, ლიდერ სამულში მოხვდნენ მექსიკის ცენტრალური ბანკი და ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემა. ორივე მათგანს ასეულობით ათასი მიმდევარი ჰყავს.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ინდონეზიის ცენტრალური ბანკის პოპულარობა, ზოგადად ქვეყანაში Twitter-ის პოპულარობამ გამოიწვია. კერძოდ, ქვეყანაში ამ სოციალურ ქსელის 24 მილიონი ექაუნთია დარეგისტრირებული და ის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ინდოეთის შემდეგ მსოფლიოში მესამე ადგილზეა.