წალენჯიხაში ფიცრის შენიღბულად ტრანსპორტირების მორიგი ფაქტი გამოვლინდა - Palitra News

წალენჯიხაში ფიცრის შენიღბულად ტრანსპორტირების მორიგი ფაქტი გამოვლინდა

2018-03-15 11:32:23+04:00

წალენჯიხაში ფიცრის შენიღბულად ტრანსპორტირების მორიგი ფაქტი გამოვლინდა. სამართალდამცავებმა დაბა ჯვარში შეჩერებული ავტომობილის ძარაზე, 4.3 მ3 წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი და ძელაკი აღმოაჩინეს, რომელიც შენიღბულად იყო განთავსებული კაბინის უკანა მხარეს და ძარის ჭერის მთლიან სიგრძეზე.მძღოლმა ვერ წარმოადგინა ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ავტომანქანა დაილუქა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის ორგანოს გადაეგზავნება.